საქართველოს მოქალაქემ საქართველოს მოქალაქემ 'ბელორუსბანკი' დააყაჩაღა />


  13:44:12     12-01-2013

საქართველოს მოქალაქემ 'ბელორუსბანკი' დააყაჩაღა

a22953.jpg

მინსკის სასამართლომ 'ბელორუსბანკის' დაყაჩაღების საქმეზე განაჩენი გამოიტანა და 39 წლის საქართველოს მოქალაქეს 7 წლითა და 6 თვით გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებულის ქონება კი კონფისკაციას დაექვემდებარა.

ქალაქის პროკურორის თანაშემწის სერგეი ბალაშევის თქმით ბანკზე თავდასხმის დღეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბიზნესით იყო დაკავებული და თავისი წილი ჰქონდა უცხოური საწარმოს საწესდებო კაპიტალში, შესვენებაზე ბანკის განყოფილების დახურვას ელოდებოდა. მან მოახერხა მარტო დარჩენილიყო სალაროს თანამშრომელ ქალთან, რომელსაც თავს დაესხა და ყელზე დანა მიადო, შემდეგ კი მეორე მოლარესთან მივიდა და ასევე დაშინებით ფული მოითხოვა.

ამის შემდეგ ბოროტმოქმედმა ბანკის თანამშრომლები ოფისში ჩაკეტა და მიიმალა. ის იმავე დღეს დააკავეს და გატაცებული 3 500 დოლარიც აღმოუჩინეს.

0

ავტორი: